Tuesday, December 8, 2009

შორენა ბაღაშვილი მე-8 კლასი ჯეოსტარზე

მე-8 კლასი ჯეოსტარზე
51-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასი (დამრიგებელი ლელა სამხარაძე) 2009 წლის 9 ნოემბერს წავიყვანე კონკურსზე. ეს გახლდათქართული სიმღერების ტური, სადაც შესრულდა კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის მიერ დაწერილი სიმღერები.
კონცერტი მეტად საინტერესო იყო, ბავშვები გულდასმით უსმენდნენ 9 კონკურსანტის მიერ შესრულებულ ახალ ჰიტებს. აქვე ამოვირჩიეთ ჩვენი რჩეული - სოფო ბედია, რომელიც მართლა ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მაყურებლისგან.
კონკურსზე ბავშვები გაესაუბრნენ ჟიურის წევრებს: ქ-ნ მარინა ბერიძეს, ბ-ნ ბუბა კიკაბიძეს, ბ-ნ ლევან წულაძეს. მათ თავიაანთი აზრები გაუხიარეს კონკურსანტებზე და რამდენიმე მოსწავლემ სურვილიც გამოთქვა მომავალში ჯეოსტარის კონკურსში მონაწილეობაზე.
კონკურსზე მიწვეულნი იყვნენ: ლიკა ნემსაძე, ეკა კახიანი, ლელა წურწუმია და ა.შ. არც მათთან გასაუბრების გარეშე დავბრუნდით შინ. ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს თანამედროვე მომღერლებს ლამაზი სიმღერის მოსმენისათვის.
ასე მხიარულად და სასიამოვნოდ ჩაიარა ამ სარამომ.. მართლაც კმაყოფილები დავბრუნდით შინ.
სურვილი გავქვს მხარი დავუჭიროთ კვლავ სოფო ბედიას.
ვუსურვებთ გამარჯვებას და გამხდარიყოს "ჯეოსტარი 2009".

No comments:

Post a Comment