Friday, December 11, 2009

მარინა გახუტიშვილი ღია გაკვეთილი

ღია გაკვეთილი "ივ. ჯავახიშვილი და ზ. ფალიაშვილი"
2009 წლის 7 დეკემბერს ჩავატარე ინტეგრირებული ღია გაკვეთილი თემაზე ივ. ჯავახიშვილისა და ზ. ფალიაშვილის მეგობრობაზე. სადაც, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ამ ორი უდიდესი მოღვაწის შემოქმედება ქვეყნისა და ერის წინაშე. გაკვეთილის ფონზე ისმოდა ზ. ფალიაშვილის გენიალური მუსიკა მისი ოპერიდან.
გაიხსენეს ამ ორი უდიდესი შემოქმედის ცხოვრების ეტაპები, მათი უდიდესი პატივისცემა და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, რაც გამოიხატება იმაში, რომ როდესაც ზ. ფალიაშვილს მძიმე წუთები ჰქონდა შვილის გარდაცვალების გამო, მან გადაწყვიტა ოპერა "აბესალომ და ეთერი"-ს განადგურება, რომ არა ივ. ჯავახიშვილის თხოვნა არ გადაედგა ეს ნაბიჯი, კომპოზიტორის ალბათ ეს გენიალური ქმნილება ქართულ-ეროვნულ საგანძურში აღარ იქნებოდა.



***
შევადგინე საგამოცდო ბილეთები მე-7 და მე-10 კლასებში.
ამჟამად ვმუშაობ ელექტრონულ ჟურნალზე სადაც თემად აღებული გვაქვს ცნობილი ქართველი ბალერინის ირმა ნიორაძის ცხოვრება და შემოქმედება

No comments:

Post a Comment