Wednesday, December 23, 2009

სოფო და ანა დათუნაშვილები

მე ვარ ანა დათუნაშვილი, 13 წლის, ვსწავლობ 51- საჯარო სკოლის VIII5 კლასში.

ოთხი წლის რომ ვიყავი შევედი სტუდიაბასტი-ბუბუში”. ვსწავლობდი თანამედროვე ცეკვას, ბალეტს და სიმღერას.

ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ქორეოგრაფი ნანა სანაძე, სიმღერას მასწავლიდაჯეოსტარელებისვოკალის პედაგოგი მანანა მორჩილაძე, ხოლო ბალეტს კი ცნობილი ბალერინა მაკა მახარაძე.

ჩემთვისბასტი-ბუბუშიგატარებული წლები იყო უბედნიერესი. სწორედ იქ ვისწავლე ცეკვა, სიმღერა. გავიჩინე უამრავი მეგობარი.

მახსოვს ჩემი პირველი სატელევიზიო გადაცემები, კონცერტები, კლიპები, ახალი სიმღერები, სხვადასხვა პროექტებში მანაწილეობა.

მიცეკვია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ოპერისა და ბალეტის თეტრში, ხშირად გვქონდა გასტროლები ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთში, გორში, ბოლნისში და სხვა ქალაქებში.

უკვე ორი წელია დავამთავრებასტი-ბუბუსსტუდიის პირველი საფეხური და ახლა ვცეკვავექსტრა-ჯგუფში”.

ჩემი პედაგოგია ქორეოგრაფი პაშა სადირინი. ხოლო ქართული ცეკვის მასწავლებელია სუხიშვილების ანსამბლის სოლისტი დიანა ბლიაძე.

ექსტრა-ჯგუფიმონაწილეობს უამრავ საქველმოქმედო ღონისძიებაში, უკვე მეორე წელია ვმონაწილეობევროვიზიისშესარჩევი ტურების გახსნაში. გვქონდა გასტროლები სხვადასხვა ქალაქებში და ახლა მექნება კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.


მე ვარ სოფო დათუნაშვილი 10 წლის, დავიბადე 1999 წლის 7 თებერვალს, თბილისში. ვარ თბილისის 51- საჯარო სკოლის 55 კლასის მოსწავლე.

3 წლის როცა გავხდი შევედიბასტი-ბუბუსბაღში, პარალელურად დავდიოდი სტუდიაში. უკვე მეშვიდე წელია რაც დავდივარბასტი-ბუბუშიცეკვას მასწავლიდა ნანა სანაძე, სიმღერას კი კომპოზიტორი ანა ცქვიტინიძე ჩაწერილი მაქვს უამრავი სიმღერა; მათ შორის ძალიან მიყვარსჩემი ქალაქი”.

მიღებული მაქვს სიგელი სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობისათვის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან, ასევე საგასტროლო კონცერტებში წარმატებული მონაწილეობისთვის.

ხშირად ვსტუმრობდი ბაბილინას და დირექტორი გიოს გადაცემებს. ასევე აღსანიშნავია ის, რომ შარშან გვქონდა გასტროლები სომხეთში, კერძოდ კი ერევანში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიგვიწვია საახალწლო გადაცემაშიევროვიზიისგამარჯვებულ ბზიკებთან ერთად.

ასევე გვქონდა გასტროლები ბაქოში, სადაც ვიცეკვეთ გეიდარ ალიევისსახელობის საკონცერტო დარბაზში. ჩვენი მასპინძელი იყო ბაქოში საკმაოდ ცნობილი ვარსკვლავი, წარმოშობით ქართველი მანანა ჯაფარიძე.

ყოველწლიურად გვაქვს გასტროლები ბათუმში, ქუთაისში, გორში. წელს გორში გავმართეთ კონცერტი აგვისტოს ომშიდაზარალებული ოჯახებისათვის.

ახლა ჩემი მასწავლებელია ქორეოგრაფი პაშა სადირინი, რომელიც გვასწავლის ჰიფჰოფ-, ვემზადებით გამოსასვლელად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

მე ძალიან მიყვარსბასტი-ბუბუსსტუდია. მან მომცა შესაძლებლობა გამეცნო თითქმის ყველა ცნობილი მომღერალი და მსახიობი: მერაბ სეფაშვილი, ირმა სოხაძე, სოფიკო QQჭიაურელი და სხვები.

No comments:

Post a Comment