Wednesday, December 23, 2009

სოფო და ანა დათუნაშვილები

მე ვარ ანა დათუნაშვილი, 13 წლის, ვსწავლობ 51- საჯარო სკოლის VIII5 კლასში.

ოთხი წლის რომ ვიყავი შევედი სტუდიაბასტი-ბუბუში”. ვსწავლობდი თანამედროვე ცეკვას, ბალეტს და სიმღერას.

ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ქორეოგრაფი ნანა სანაძე, სიმღერას მასწავლიდაჯეოსტარელებისვოკალის პედაგოგი მანანა მორჩილაძე, ხოლო ბალეტს კი ცნობილი ბალერინა მაკა მახარაძე.

ჩემთვისბასტი-ბუბუშიგატარებული წლები იყო უბედნიერესი. სწორედ იქ ვისწავლე ცეკვა, სიმღერა. გავიჩინე უამრავი მეგობარი.

მახსოვს ჩემი პირველი სატელევიზიო გადაცემები, კონცერტები, კლიპები, ახალი სიმღერები, სხვადასხვა პროექტებში მანაწილეობა.

მიცეკვია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ოპერისა და ბალეტის თეტრში, ხშირად გვქონდა გასტროლები ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთში, გორში, ბოლნისში და სხვა ქალაქებში.

უკვე ორი წელია დავამთავრებასტი-ბუბუსსტუდიის პირველი საფეხური და ახლა ვცეკვავექსტრა-ჯგუფში”.

ჩემი პედაგოგია ქორეოგრაფი პაშა სადირინი. ხოლო ქართული ცეკვის მასწავლებელია სუხიშვილების ანსამბლის სოლისტი დიანა ბლიაძე.

ექსტრა-ჯგუფიმონაწილეობს უამრავ საქველმოქმედო ღონისძიებაში, უკვე მეორე წელია ვმონაწილეობევროვიზიისშესარჩევი ტურების გახსნაში. გვქონდა გასტროლები სხვადასხვა ქალაქებში და ახლა მექნება კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.


მე ვარ სოფო დათუნაშვილი 10 წლის, დავიბადე 1999 წლის 7 თებერვალს, თბილისში. ვარ თბილისის 51- საჯარო სკოლის 55 კლასის მოსწავლე.

3 წლის როცა გავხდი შევედიბასტი-ბუბუსბაღში, პარალელურად დავდიოდი სტუდიაში. უკვე მეშვიდე წელია რაც დავდივარბასტი-ბუბუშიცეკვას მასწავლიდა ნანა სანაძე, სიმღერას კი კომპოზიტორი ანა ცქვიტინიძე ჩაწერილი მაქვს უამრავი სიმღერა; მათ შორის ძალიან მიყვარსჩემი ქალაქი”.

მიღებული მაქვს სიგელი სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობისათვის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან, ასევე საგასტროლო კონცერტებში წარმატებული მონაწილეობისთვის.

ხშირად ვსტუმრობდი ბაბილინას და დირექტორი გიოს გადაცემებს. ასევე აღსანიშნავია ის, რომ შარშან გვქონდა გასტროლები სომხეთში, კერძოდ კი ერევანში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიგვიწვია საახალწლო გადაცემაშიევროვიზიისგამარჯვებულ ბზიკებთან ერთად.

ასევე გვქონდა გასტროლები ბაქოში, სადაც ვიცეკვეთ გეიდარ ალიევისსახელობის საკონცერტო დარბაზში. ჩვენი მასპინძელი იყო ბაქოში საკმაოდ ცნობილი ვარსკვლავი, წარმოშობით ქართველი მანანა ჯაფარიძე.

ყოველწლიურად გვაქვს გასტროლები ბათუმში, ქუთაისში, გორში. წელს გორში გავმართეთ კონცერტი აგვისტოს ომშიდაზარალებული ოჯახებისათვის.

ახლა ჩემი მასწავლებელია ქორეოგრაფი პაშა სადირინი, რომელიც გვასწავლის ჰიფჰოფ-, ვემზადებით გამოსასვლელად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

მე ძალიან მიყვარსბასტი-ბუბუსსტუდია. მან მომცა შესაძლებლობა გამეცნო თითქმის ყველა ცნობილი მომღერალი და მსახიობი: მერაბ სეფაშვილი, ირმა სოხაძე, სოფიკო QQჭიაურელი და სხვები.

თამარ კენჭიაშვილი

ღია გაკვეთილი


18 ნოემბერს ჩავატარე მე-3 კლასში ღია გაკვეთილი.

გაკვეთილის თემა იყო "სასიმღერო ხმათა სახელები".

გაკვეთილის მიზანი: ბავშვი ერკვეოდეს რამდენხმიანია სიმღერა, რომ ყველა ხმას თავისი სახელწოდება აქვს, ვისწავლეთ, რომ ხალხური სიმღერა არის სამხმიანი და ოთხხმიანი. სხვადასხვა ჟანრის, რომელიც წარმოიშვა ხალხში და ზეპირმეტყველების საშუალებით თაობიდან თაობას გადმოეცემოდა და ასე მოაღწია დღემდე.


გაკვეთილის გეგმა

Monday, December 21, 2009

თინათინ თურქიაშვილი

ექსკურსიაზე ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში
2009 წლის 26 ნოემბერს მე-8 და მე-9 კლასები იყვნენ ექსკურსიაზე ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში. მოსწავლეებს პროგრამის მიხედვით გავლილი ჰქონდათ ელენე ახვლედიანის შემოქმედება და მომზადებული ჰქონდათ საპრეზენტაციო თემა ქართულად და ინგლისურად.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, გაეცნენ სამყაროს, სადაც იქმნებოდა მისი შემოქმედება.
შემდეგ შედგა თემების პრეზენტაცია ქართულად და ინგლისურად. დარბაზში იმყოფებოდნენ ინგლისელი სტუმრებიც, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ თემას.

Friday, December 11, 2009

მარინა გახუტიშვილი ღია გაკვეთილი

ღია გაკვეთილი "ივ. ჯავახიშვილი და ზ. ფალიაშვილი"
2009 წლის 7 დეკემბერს ჩავატარე ინტეგრირებული ღია გაკვეთილი თემაზე ივ. ჯავახიშვილისა და ზ. ფალიაშვილის მეგობრობაზე. სადაც, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ამ ორი უდიდესი მოღვაწის შემოქმედება ქვეყნისა და ერის წინაშე. გაკვეთილის ფონზე ისმოდა ზ. ფალიაშვილის გენიალური მუსიკა მისი ოპერიდან.
გაიხსენეს ამ ორი უდიდესი შემოქმედის ცხოვრების ეტაპები, მათი უდიდესი პატივისცემა და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, რაც გამოიხატება იმაში, რომ როდესაც ზ. ფალიაშვილს მძიმე წუთები ჰქონდა შვილის გარდაცვალების გამო, მან გადაწყვიტა ოპერა "აბესალომ და ეთერი"-ს განადგურება, რომ არა ივ. ჯავახიშვილის თხოვნა არ გადაედგა ეს ნაბიჯი, კომპოზიტორის ალბათ ეს გენიალური ქმნილება ქართულ-ეროვნულ საგანძურში აღარ იქნებოდა.



***
შევადგინე საგამოცდო ბილეთები მე-7 და მე-10 კლასებში.
ამჟამად ვმუშაობ ელექტრონულ ჟურნალზე სადაც თემად აღებული გვაქვს ცნობილი ქართველი ბალერინის ირმა ნიორაძის ცხოვრება და შემოქმედება

Tuesday, December 8, 2009

შორენა ბაღაშვილი მე-8 კლასი ჯეოსტარზე

მე-8 კლასი ჯეოსტარზე
51-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასი (დამრიგებელი ლელა სამხარაძე) 2009 წლის 9 ნოემბერს წავიყვანე კონკურსზე. ეს გახლდათქართული სიმღერების ტური, სადაც შესრულდა კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის მიერ დაწერილი სიმღერები.
კონცერტი მეტად საინტერესო იყო, ბავშვები გულდასმით უსმენდნენ 9 კონკურსანტის მიერ შესრულებულ ახალ ჰიტებს. აქვე ამოვირჩიეთ ჩვენი რჩეული - სოფო ბედია, რომელიც მართლა ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მაყურებლისგან.
კონკურსზე ბავშვები გაესაუბრნენ ჟიურის წევრებს: ქ-ნ მარინა ბერიძეს, ბ-ნ ბუბა კიკაბიძეს, ბ-ნ ლევან წულაძეს. მათ თავიაანთი აზრები გაუხიარეს კონკურსანტებზე და რამდენიმე მოსწავლემ სურვილიც გამოთქვა მომავალში ჯეოსტარის კონკურსში მონაწილეობაზე.
კონკურსზე მიწვეულნი იყვნენ: ლიკა ნემსაძე, ეკა კახიანი, ლელა წურწუმია და ა.შ. არც მათთან გასაუბრების გარეშე დავბრუნდით შინ. ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს თანამედროვე მომღერლებს ლამაზი სიმღერის მოსმენისათვის.
ასე მხიარულად და სასიამოვნოდ ჩაიარა ამ სარამომ.. მართლაც კმაყოფილები დავბრუნდით შინ.
სურვილი გავქვს მხარი დავუჭიროთ კვლავ სოფო ბედიას.
ვუსურვებთ გამარჯვებას და გამხდარიყოს "ჯეოსტარი 2009".

ნატო მეტრველი

1. "ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია"
ნატო მეტრეველის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ბავშვთა ფედერაციაში ჩატარებულ კონფერენციაში "ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია".
აგრეთვე მოსწავლეებმა ნატო მეტრეველთან ერთად დაათვალიერეს ე. ახვლედიანის სახლ-მუზეუმი.
აგრეთვე მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონულ ჟურნალზე "არტ 51"

შალვა თევზაძე

1. ტურნირი "მომავლის თასზე"
2009 წელს ჩატარდა თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მე-9 კლასის მოწაფე ვაჟებს შორის საფეხბურთო ტურნირიშინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებულ "მომავლის თასზე"

2. ლაშქრობა ბეთანიაში
ლაშქრობა ბეთანიაში, ღამის თევით კარვებით, 10-ე კლასი დამრიგებელი ანა კუპრავა.

ლელა სამხარაძე

I. კონკურსი "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"


25 ნოემბერს სკოლაში ჩატარდა დავითიანის კონკურსი "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას". ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 51-ე საჯაროს სკოლაში არსებულმა ხალხური სიმღერის გუნდმა ლელა სამხარაძის ხელმძრვანელობით. შესრულებული იქნა ორი ხალხური სიმღერა ფანდურის თანხლებით.
გუნდის წევრები:
1. რეხვიაშვილი იოსებ
2. მათითაიშვილი ვასო
3. შუკაკიძე მურმან
4. სკამკოჩაიშვილი გიორგი
5. კიწმარიშვილი დემუკა
ამ კონკურსში ასევე მონაწილეობა მიიღო 51-ე სკოლასთან არსებულმა მუსიკალური ცენტრის გალობის გუნდმა ლელა ურუშაძის ხელმძღვანელობით.

II.
სპექტაკლი "გალაკტიონი"

30 ნოემბერს სკოლაში ჩატარდა გალაკტიონის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება, სპექტაკლი "გალაკტიონი.
ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მივიღე, ფანდურის თანხლებით გავახმოვანე "დედის ღიღინი"

III. ელექტრონული ჟურნალი "არტ 51"
პარალელურად ვმუშაობ სკოლის ელექტრონულ ჟურნალზე სახელწოდებით "არტ 51"