Monday, September 19, 2011
Tuesday, January 25, 2011
Friday, December 10, 2010
გასვლითი ღონისძიება "ჩემი ხატია სამშობლო"
სხვიტორში აკაკი წერეთლის კვირეულთან დაკავშირებით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VI და VII კლასის მოსწავლეები და პედაგოგები მაია ჩიხრაძე და ლელა სამხარაძე.
კონკურსი "მე მიცავს ჩემი ჯარი"

10 დეკემბერს 51–ე საჯარო სკოლაში ჩატარდა პირველი შესარჩევი ტური კონკურსისათვის „მე მიცავს ჩემი ჯარი". სკოლაში გამოიფინა ნახატები, რომელიც შესრულდა I-XII კლასის მოსწავლეების მიერ. ჟიურიმ შეარჩია 2 საუკეთესო ნამუშევრი, რომელიც გაიგზავნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კონკურსის შემდეგ ტურში მონაწილეობის მისაღებად.
სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და ადმინისტრაცია გამარჯვებულ მოსწავლეებს ულოცავენ წარმატებას.
კონკურსი "მე მიყვარს ჩემი პოლიცია"

25 ნოემბერს 51–ე საჯარო სკოლაში ჩატარდა პირველი შესარჩევი ტური კონკურსისათვის „მე მიყვარს ჩემი პოლიცია". სკოლაში გამოიფინა სურათები და ნახატები, რომელიც შესრულდა I-XII კლასის მოსწავლეების მიერ. ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ნამუშევრები გაიგზავნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კონკურსის შემდეგ ტურში მონაწილეობის მისაღებად.
სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და ადმინისტრაცია გამარჯვებულ მოსწავლეებს ულოცავენ წარმატებას.
Wednesday, December 23, 2009
სოფო და ანა დათუნაშვილები
მე ვარ ანა დათუნაშვილი, 13 წლის, ვსწავლობ 51-ე საჯარო სკოლის VIII5 კლასში.
ოთხი წლის რომ ვიყავი შევედი სტუდია “ბასტი-ბუბუში”. ვსწავლობდი თანამედროვე ცეკვას, ბალეტს და სიმღერას.
ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ქორეოგრაფი ნანა სანაძე, სიმღერას მასწავლიდა “ჯეოსტარელების” ვოკალის პედაგოგი მანანა მორჩილაძე, ხოლო ბალეტს კი ცნობილი ბალერინა მაკა მახარაძე.
ჩემთვის “ბასტი-ბუბუში”გატარებული წლები იყო უბედნიერესი. სწორედ იქ ვისწავლე ცეკვა, სიმღერა. გავიჩინე უამრავი მეგობარი.
მახსოვს ჩემი პირველი სატელევიზიო გადაცემები, კონცერტები, კლიპები, ახალი სიმღერები, სხვადასხვა პროექტებში მანაწილეობა.
მიცეკვია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ოპერისა და ბალეტის თეტრში, ხშირად გვქონდა გასტროლები ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთში, გორში, ბოლნისში და სხვა ქალაქებში.
უკვე ორი წელია დავამთავრე “ბასტი-ბუბუს” სტუდიის პირველი საფეხური და ახლა ვცეკვავ “ექსტრა-ჯგუფში”.
ჩემი პედაგოგია ქორეოგრაფი პაშა სადირინი. ხოლო ქართული ცეკვის მასწავლებელია სუხიშვილების ანსამბლის სოლისტი დიანა ბლიაძე.
“ექსტრა-ჯგუფი” მონაწილეობს უამრავ საქველმოქმედო ღონისძიებაში, უკვე მეორე წელია ვმონაწილეობ “ევროვიზიის” შესარჩევი ტურების გახსნაში. გვქონდა გასტროლები სხვადასხვა ქალაქებში და ახლა მექნება კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
მე ვარ სოფო დათუნაშვილი 10 წლის, დავიბადე 1999 წლის 7 თებერვალს, თბილისში. ვარ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის 55 კლასის მოსწავლე.
3 წლის როცა გავხდი შევედი “ბასტი-ბუბუს” ბაღში, პარალელურად დავდიოდი სტუდიაში. უკვე მეშვიდე წელია რაც დავდივარ “ბასტი-ბუბუში” ცეკვას მასწავლიდა ნანა სანაძე, სიმღერას კი კომპოზიტორი ანა ცქვიტინიძე ჩაწერილი მაქვს უამრავი სიმღერა; მათ შორის ძალიან მიყვარს “ჩემი ქალაქი”.
მიღებული მაქვს სიგელი სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობისათვის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან, ასევე საგასტროლო კონცერტებში წარმატებული მონაწილეობისთვის.
ხშირად ვსტუმრობდი ბაბილინას და დირექტორი გიოს გადაცემებს. ასევე აღსანიშნავია ის, რომ შარშან გვქონდა გასტროლები სომხეთში, კერძოდ კი ერევანში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიგვიწვია საახალწლო გადაცემაში “ევროვიზიის” გამარჯვებულ ბზიკებთან ერთად.
ასევე გვქონდა გასტროლები ბაქოში, სადაც ვიცეკვეთ გეიდარ ალიევისსახელობის საკონცერტო დარბაზში. ჩვენი მასპინძელი იყო ბაქოში საკმაოდ ცნობილი ვარსკვლავი, წარმოშობით ქართველი მანანა ჯაფარიძე.
ყოველწლიურად გვაქვს გასტროლები ბათუმში, ქუთაისში, გორში. წელს გორში გავმართეთ კონცერტი აგვისტოს ომშიდაზარალებული ოჯახებისათვის.
ახლა ჩემი მასწავლებელია ქორეოგრაფი პაშა სადირინი, რომელიც გვასწავლის ჰიფ—ჰოფ-ს, ვემზადებით გამოსასვლელად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
მე ძალიან მიყვარს “ბასტი-ბუბუს” სტუდია. მან მომცა შესაძლებლობა გამეცნო თითქმის ყველა ცნობილი მომღერალი და მსახიობი: მერაბ სეფაშვილი, ირმა სოხაძე, სოფიკო QQჭიაურელი და სხვები.
თამარ კენჭიაშვილი
ღია გაკვეთილი
18 ნოემბერს ჩავატარე მე-3 კლასში ღია გაკვეთილი.
გაკვეთილის თემა იყო "სასიმღერო ხმათა სახელები".
გაკვეთილის მიზანი: ბავშვი ერკვეოდეს რამდენხმიანია სიმღერა, რომ ყველა ხმას თავისი სახელწოდება აქვს, ვისწავლეთ, რომ ხალხური სიმღერა არის სამხმიანი და ოთხხმიანი. სხვადასხვა ჟანრის, რომელიც წარმოიშვა ხალხში და ზეპირმეტყველების საშუალებით თაობიდან თაობას გადმოეცემოდა და ასე მოაღწია დღემდე.
Monday, December 21, 2009
თინათინ თურქიაშვილი
2009 წლის 26 ნოემბერს მე-8 და მე-9 კლასები იყვნენ ექსკურსიაზე ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში. მოსწავლეებს პროგრამის მიხედვით გავლილი ჰქონდათ ელენე ახვლედიანის შემოქმედება და მომზადებული ჰქონდათ საპრეზენტაციო თემა ქართულად და ინგლისურად.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, გაეცნენ სამყაროს, სადაც იქმნებოდა მისი შემოქმედება.
შემდეგ შედგა თემების პრეზენტაცია ქართულად და ინგლისურად. დარბაზში იმყოფებოდნენ ინგლისელი სტუმრებიც, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ თემას.
Friday, December 11, 2009
მარინა გახუტიშვილი ღია გაკვეთილი
2009 წლის 7 დეკემბერს ჩავატარე ინტეგრირებული ღია გაკვეთილი თემაზე ივ. ჯავახიშვილისა და ზ. ფალიაშვილის მეგობრობაზე. სადაც, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ამ ორი უდიდესი მოღვაწის შემოქმედება ქვეყნისა და ერის წინაშე. გაკვეთილის ფონზე ისმოდა ზ. ფალიაშვილის გენიალური მუსიკა მისი ოპერიდან.
გაიხსენეს ამ ორი უდიდესი შემოქმედის ცხოვრების ეტაპები, მათი უდიდესი პატივისცემა და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, რაც გამოიხატება იმაში, რომ როდესაც ზ. ფალიაშვილს მძიმე წუთები ჰქონდა შვილის გარდაცვალების გამო, მან გადაწყვიტა ოპერა "აბესალომ და ეთერი"-ს განადგურება, რომ არა ივ. ჯავახიშვილის თხოვნა არ გადაედგა ეს ნაბიჯი, კომპოზიტორის ალბათ ეს გენიალური ქმნილება ქართულ-ეროვნულ საგანძურში აღარ იქნებოდა.
შევადგინე საგამოცდო ბილეთები მე-7 და მე-10 კლასებში.
ამჟამად ვმუშაობ ელექტრონულ ჟურნალზე სადაც თემად აღებული გვაქვს ცნობილი ქართველი ბალერინის ირმა ნიორაძის ცხოვრება და შემოქმედება
Tuesday, December 8, 2009
შორენა ბაღაშვილი მე-8 კლასი ჯეოსტარზე
51-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასი (დამრიგებელი ლელა სამხარაძე) 2009 წლის 9 ნოემბერს წავიყვანე კონკურსზე. ეს გახლდათქართული სიმღერების ტური, სადაც შესრულდა კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის მიერ დაწერილი სიმღერები.
კონცერტი მეტად საინტერესო იყო, ბავშვები გულდასმით უსმენდნენ 9 კონკურსანტის მიერ შესრულებულ ახალ ჰიტებს. აქვე ამოვირჩიეთ ჩვენი რჩეული - სოფო ბედია, რომელიც მართლა ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მაყურებლისგან.
კონკურსზე ბავშვები გაესაუბრნენ ჟიურის წევრებს: ქ-ნ მარინა ბერიძეს, ბ-ნ ბუბა კიკაბიძეს, ბ-ნ ლევან წულაძეს. მათ თავიაანთი აზრები გაუხიარეს კონკურსანტებზე და რამდენიმე მოსწავლემ სურვილიც გამოთქვა მომავალში ჯეოსტარის კონკურსში მონაწილეობაზე.
კონკურსზე მიწვეულნი იყვნენ: ლიკა ნემსაძე, ეკა კახიანი, ლელა წურწუმია და ა.შ. არც მათთან გასაუბრების გარეშე დავბრუნდით შინ. ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს თანამედროვე მომღერლებს ლამაზი სიმღერის მოსმენისათვის.
ასე მხიარულად და სასიამოვნოდ ჩაიარა ამ სარამომ.. მართლაც კმაყოფილები დავბრუნდით შინ.
სურვილი გავქვს მხარი დავუჭიროთ კვლავ სოფო ბედიას.
ვუსურვებთ გამარჯვებას და გამხდარიყოს "ჯეოსტარი 2009".
ნატო მეტრველი
ნატო მეტრეველის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ბავშვთა ფედერაციაში ჩატარებულ კონფერენციაში "ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია".
აგრეთვე მოსწავლეებმა ნატო მეტრეველთან ერთად დაათვალიერეს ე. ახვლედიანის სახლ-მუზეუმი.
აგრეთვე მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონულ ჟურნალზე "არტ 51"
შალვა თევზაძე
2009 წელს ჩატარდა თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მე-9 კლასის მოწაფე ვაჟებს შორის საფეხბურთო ტურნირიშინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებულ "მომავლის თასზე"
2. ლაშქრობა ბეთანიაში
ლაშქრობა ბეთანიაში, ღამის თევით კარვებით, 10-ე კლასი დამრიგებელი ანა კუპრავა.
ლელა სამხარაძე


გუნდის წევრები:
1. რეხვიაშვილი იოსებ
2. მათითაიშვილი ვასო
ამ კონკურსში ასევე მონაწილეობა მიიღო 51-ე სკოლასთან არსებულმა მუსიკალური ცენტრის გალობის გუნდმა ლელა ურუშაძის ხელმძღვანელობით.
II. სპექტაკლი "გალაკტიონი"