51–ე საჯარო სკოლამ ჩაატარა გასვლითი ღონისძიება–კონკურსი "ჩემი ხატია სამშობლო"
სხვიტორში აკაკი წერეთლის კვირეულთან დაკავშირებით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VI და VII კლასის მოსწავლეები და პედაგოგები მაია ჩიხრაძე და ლელა სამხარაძე.
Friday, December 10, 2010
კონკურსი "მე მიცავს ჩემი ჯარი"

10 დეკემბერს 51–ე საჯარო სკოლაში ჩატარდა პირველი შესარჩევი ტური კონკურსისათვის „მე მიცავს ჩემი ჯარი". სკოლაში გამოიფინა ნახატები, რომელიც შესრულდა I-XII კლასის მოსწავლეების მიერ. ჟიურიმ შეარჩია 2 საუკეთესო ნამუშევრი, რომელიც გაიგზავნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კონკურსის შემდეგ ტურში მონაწილეობის მისაღებად.
სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და ადმინისტრაცია გამარჯვებულ მოსწავლეებს ულოცავენ წარმატებას.
კონკურსი "მე მიყვარს ჩემი პოლიცია"

25 ნოემბერს 51–ე საჯარო სკოლაში ჩატარდა პირველი შესარჩევი ტური კონკურსისათვის „მე მიყვარს ჩემი პოლიცია". სკოლაში გამოიფინა სურათები და ნახატები, რომელიც შესრულდა I-XII კლასის მოსწავლეების მიერ. ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ნამუშევრები გაიგზავნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კონკურსის შემდეგ ტურში მონაწილეობის მისაღებად.
სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და ადმინისტრაცია გამარჯვებულ მოსწავლეებს ულოცავენ წარმატებას.
Subscribe to:
Posts (Atom)